მოლდოვის პრეზიდენტობის მსურველი, მაია სანდუ აცხადებს, რომ ბელარუსში განვითარებული მოვლენები მოლდოვისთვის გამაფრთხილებელი უნდა იყოს
მოლდოვის პრეზიდენტობის მსურველი, მაია სანდუ აცხადებს, რომ ბელარუსში განვითარებული მოვლენები მოლდოვისთვის გამაფრთხილებელი უნდა იყოს

მოლდოვის პრეზიდენტობის მსურველის, მაია სანდუს თქმით, ბელარუსში განვითარებული მოვლენები მოლდოვისთვის გამაფრთხილებელი სიგნალი უნდა იყოს.

ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

მისი თქმით, მოლდოვაში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად „პოლიტიკური კლასის გასუთავებაა“ საჭირო.

„ბელარუსში განვითარებული მოვლენები აჩვენებს, რომ ხალხის ნების გაყალბების მიმართ „ნულოვანი ტოლერანტობაა“,- განაცხადა მაია სანდუმ.

შეგახსენებთ, მაია სანდუ 2012 2015 წლებში მოლდოვის განათლების მინისტრი და შემდეგ, 2019 წლის ივნისიდან ნოემბრამდე პერიოდში, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გახლდათ. მას უფლებამოსილება პრეზიდენტმა შეუჩერა. ახლა პროევროპელი სანდუ პოლიტიკაში დაბრუნებას გეგმავს. ის საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის მოქმედი ლიდერის, იგორ დოდონის კონკურენტი იქნება. არჩევნები მოლდოვაში პირველ ნოემბერს გაიმართება.