მოლდოვის პრეზიდენტმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა
მოლდოვის პრეზიდენტმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა

მოლდოვის პრეზიდენტმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. ამის შესახებ მაია სანდუმ დღეს საპარლამენტო ფრაქციებთან გამართული კონსულტაციების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრ იონა კიკუს გადადგომით გამოწვეული პოლიტიკური და ინსტიტუციონალური კრიზისის დასაძლევად ვადამდელი არჩევნების დასანიშნად კანონიერი საფუძველი არსებობს.

სანდუს თქმით, პარლამენტმა ბოლო 45 დღეში ორჯერ ვერ შეძლო მთავრობის მეთაურის არჩევა. შესაბამისად, თუ საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის მოთხოვნას დააკმაყოფილებს, მაშინ მოლდოვაში წელს ვადამდელი არჩევნები გაიმართება.