მოლდოვის პრეზიდენტი თავდაცვის მინისტრის მოადგილის გადადგომას ითხოვს
მოლდოვის პრეზიდენტი თავდაცვის მინისტრის მოადგილის გადადგომას ითხოვს

მოლდოვის პრეზიდენტი იგორ დოდონი თავდაცვის მინისტრის მოადგილის გადადგომას ითხოვს.

მიზეზი უკრაინაში სამხედრო წვრთნებზე მყოფი მოლდოველი ჯარისკაცების მოწამვლაა. ამის შესახებ მოლდოვის ლიდერმა განცხადება Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.

სამხედროების მოწამვლა დოდონმა დისციპლინურ და სამხედრო ფიცის დარღვევად შეაფასა.
ამასთან, მოლდოვის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც მოლდოველ სამხედროებს წინასწარი სამთავრობო ნებართვის გარეშე ქვეყნის გარეთ ნებისმიერ წვრთნებში მონაწილეობის მიღება ეკრძალებათ.

მანამდე, იგორ დოდონმა გამოსცა ბრძანება უკრაინაში წვრთნებზე გაგზავნილი სამხედრო კონტიგენტის უკან გამოწვევის შესახებ. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის შეფასებით კი, პრეზიდენტს არ გააჩნდა საკმარისი საფუძველი მსგავსი გადაწყვეტილების მისაღებად.

უკრაინაში სამხედრო წვრთნები 11 სექტემბერს დაიწყო.