მოლდოვის პრემიერი - რუსეთს არ აქვს რესურსი მოლდოვაში შეჭრისთვის
მოლდოვის პრემიერი - რუსეთს არ აქვს რესურსი მოლდოვაში შეჭრისთვის

რუსეთს არ აქვს რესურსი მოლდოვაში შეჭრისთვის, – ამის შესახებ მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა, დორინ რეჩანმა განაცხადა.

მოლდოვის მთავრობის მეთაურის თქმით, რუსეთს არ შეუძლია მოლდოვაზე თავდასხმა, რადგან ტერიტორიულად შორს არის და ორ ქვეყანს შორის უკრაინა მდებარეობს.

მოლდვის პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემა მოლდოვასაც იცავს.

„რუსეთს არ აქვს საკმარისი რესურსი ესკალაციისთვის. ასევე ცხადია, რომ რუსეთს არ შეუძლია სამხედრო გზით შეჭრა მოლდოვაში. მეორე მხრივ, მოლდოვას აქვს საკმარისი პოტენციალი, რომ გაუმკლავდეს დნესტრისპირეთში შესაძლო ესკალაციას. დნესტრისპირეთის რეგიონი, ისევე როგორც ჩვენ, მიისწრაფის მშვიდობისა და სტაბილურობისკენ. რუსეთი აწარმოებს ჰიბრიდულ ომს – ბევრი პროპაგანდა, დეზინფორმაცია, გარკვეული ომის მომხრე ნარატივების პოპულარიზაცია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ისინი წარმატებას ვერ მიაღწევენ. ყველა ეს ტალღა უფრო საინფორმაციო ომია, ვიდრე რეალური მდგომარეობა“, – აღნიშნა დორინ რეჩანმა.