მოლდოვის პრემიერ-მინისტრი - საპარლამენტო არჩევნებზე ხმების გაყალბების საფრთხე არსებობს
მოლდოვის პრემიერ-მინისტრი დორინ რეჩანი აცხადებს, რომ 28 სექტემბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე ხმების გაყალბების საფრთხე არსებობს. მისივე თქმით, 2024 წელს გამართულ არჩევნებზე გაყალბდა ამომრჩეველთა ხმების 8%, ხოლო წელს, შესაძლოა, ეს მაჩვენებელი უფრო მაღალი იყოს.
ამასთან, მოლდოვის მთავრობის მეთაური აცხადებს, რომ სახელმწიფო ორგანოები მიმართავენ შესაბამის ზომებს, რათა არჩევნების შედეგების გაყალბება არ მოხდეს და მოქალაქეებს თავისუფლად შეეძლოთ არჩევანის გაკეთება.
„შარშან ხმების დაახლოებით 8% ფალსიფიცირებული იყო. მიზანი წელს უფრო მაღალია, რადგანაც რუსეთის ფედერაცია და მის მიერ დაფინანსებული დანაშაულებრივი ჯგუფები მიხვდნენ, რომ ჩვენი, როგორც დემოკრატიის, დამარცხების ერთადერთი გზა ხმის მიცემაა“, – განაცხადა რეჩანმა.
მოლდოვის მთავრობის მეთაური აცხადებს, რომ ხელისუფლება ასევე მუშაობს, რათა აღკვეთონ უკანონო დაფინანსებისა და დეზინფორმაციის გავრცელების შემთხვევები.