მოლდოვის პრემიერ-მინისტრი რუსეთს მოუწოდებს, დნესტრისპირეთში ერთი რუსი ჯარისკაციც აღარ დარჩეს
მოლდოვის პრემიერ-მინისტრი რუსეთს მოუწოდებს, დნესტრისპირეთში ერთი რუსი ჯარისკაციც აღარ დარჩეს

მოლდოვის პრემიერ-მინსიტრმა პაველ ფილიპმა რუსეთის ფედერაციის მთავრობას მოუწოდა, დაუყოვნებლივ გაიყვანოს რუსეთის ჯარი დნესტრისპირეთიდან.

„ჯარების გაყვანა დროულად უნდა განხორციელდეს და დნესტრისპირეთში ერთი რუსი ჯარისკაციც არ უნდა დარჩეს”, – განაცხადა ბრიფინგზე პაველ ფილიპმა.

მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე მიღებულ რეზოლუციაზე, რომლის თანახმად გაერო მოლდოვის სუვერენიტეტს მხარს უჭერს და რუსეთს ავალდებულებს, დნესტრისპირეთიდან სამხედრო პირები უკან გაიწვიოს.