მოლდოვის პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს
მოლდოვის პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს

მოლდოვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი აურელიუ ჩოკოი ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მისალოც წერილში, მან ხაზი გაუსვა მოლდოვეთსა და საქართველოს შორის მეგობრული ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისა და განმტკიცების მნიშვნელობას.

„მოლდოვის რესპუბლიკისა და პირადად ჩემი სახელით, გულწრფელად გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას. დარწმუნებული ვარ, საქართველოს მთავრობა მიაღწევს შემდგომ წინსვლას თავისი ამბიციური რეფორმების დღის წესრიგის განხორციელების გზაზე და უზრუნველყოფს ცხოვრების მაღალ სტანდარტებს მოქალაქეებისთვის. ვსარგებლობ ამ შემთხვევით, რათა კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ მზადყოფნა ჩვენს მთავრობებს შორის დიალოგის გაგრძელებასთან დაკავშირებით, რომლის მიზანია მოლდოვეთსა და საქართველოს შორის მეგობრული ურთიერთობების შემდგომი გაღრმავება და განმტკიცება ჩვენი ქვეყნებისა და მოქალაქეების საკეთილდღეოდ. გისურვებთ წარმატებას თქვენს საპასუხისმგებლო საქმიანობაში“, – აღნიშნავს მოლდოვის პრემიერ-მინისტრი.