მოლდოვის პრემიერ-მინისტრი ენერგეტიკის სექტორში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ითხოვს
მოლდოვის პრემიერ-მინისტრი ენერგეტიკის სექტორში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ითხოვს

მოლდოვის პრეზიდენტმა ენერგეტიკის მინისტრი ვიქტორ პარლიკოვი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

ამასთან, როგორც უცხოური მედია წერს, პრემიერ-მინისტრმა დორინ რეჩანმა ენერგეტიკის სფეროში ორი მაღალჩინოსნის გადადგომა მოითხოვა. ამის მიზეზი კი ქვეყანაში არსებული ენერგოკრიზისია.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრი დორინ რეჩანი აცხადებს, რომ პარლამენტს ენერგეტიკის სექტორში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების ინიციატივით მიმართავს.

„საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება აუცილებელია, რათა მოხდეს ენერგომომარაგების შეფერხების რისკების მართვა, სულ მცირე, ნაწილობრივ, რაც ასევე საშულებას მისცემს მთავრობას, განახორციელოს გარკვეული ქმედებები, მათ შორის, ენერგეტიკის სფეროში ექსპორტზე შეზღუდვების დაწესება“, – განაცხადა რეჩანმა.

მოლდოვა ყოველწლიურად დაახლოებით 2 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს იღებდა რუსეთიდან უკრაინის გავლით. მოლდოვაში აცხადებდნენ, რომ უკრაინის გავლით მიწოდების შეწყვეტა „ძალიან რეალისტური“ სცენარია და თუ კიევი ასეთ ტრანზიტს შეაჩერებს, გაზის მიწოდება თურქეთის მილსადენით თურქეთისკენ, შემდეგ კი ბულგარეთისა და რუმინეთის გავლით მოლდოვაში იქნება შესაძლებელი.