მოლდოვის მოქმედი პრეზიდენტი აცხადებს, რომ არჩევნებში დამარცხებას იმ შემთხვევაში აღიარებს, თუ სასამართლო დარღვევებს ვერ აღმოაჩენს
მოლდოვის მოქმედი პრეზიდენტი აცხადებს, რომ არჩევნებში დამარცხებას იმ შემთხვევაში აღიარებს, თუ სასამართლო დარღვევებს ვერ აღმოაჩენს

მოლდოვის მოქმედი პრეზიდენტი იგორ დოდონი აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს გაასაჩივრებს, ხოლო დამარცხებას იმ შემთხვევაში აღიარებს, თუ სასამართლო დარღვევებს ვერ აღმოაჩენს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

„თუ სასამართლო დაადასტურებს, რომ ყველაფერი რიგზეა, მაშინ გავჩერდებით“, – აცხადებს დოდონი.

სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, ბიულეტენების 100 პროცენტის დათვლის შედეგად მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში მაია სანდუმ გაიმარჯვა. სანდუმ ამომრჩეველთა 57.75%-ის მხარდაჭერა მოიპოვა.