მოლდოვის ხელისუფლება აცხადებს, რომ აშშ-ს ბიზნესმენ ვლადიმირ პლახოტნიუკის ექსტრადირების თხოვნით მიმართეს
მოლდოვის ხელისუფლება აცხადებს, რომ აშშ-ს ბიზნესმენ ვლადიმირ პლახოტნიუკის ექსტრადირების თხოვნით მიმართეს

მოლდოვის ხელისუფლება აცხადებს, რომ აშშ-ს ბიზნესმენ ვლადიმირ პლახოტნიუკის ექსტრადირების თხოვნით მიმართეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. პლახოტნიუკი მოლდოვური ბანკებიდან ერთი მილიარდი დოლარის ფაუჩინარების საქმის ფიგურანტია.

„დემოკრატიული პარტიის“ ყოფილმა ლიდერმა, ვლადიმირ პლახოტნიუკმა მოლდოვა გასულ წელს დატოვა, მას შემდეგ, რაც მისმა პარტიამ არჩევნების შედეგად ძალაუფლება დაკარგა.

გასულ თვეში მოლდოვის გენერალურმა პროკურატურამ პლახოტნიუკს დაუსწრებლად წაუყენა ბრალი ორგანიზებული კრიმინალური ჯგუფის შექმნაში, ფულის გათეთრებასა და გამოძალვაში.

მიმდინარე წლის დასაწყისში მოლდოვის უმდიდრეს ადამიანს ვლადიმირ პლახოტნიუკს აშშ-მა სანქციები დაუწესა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებით, პლახოტნიუკის ქმედებები ძირს უთხრიდა კანონის უზენაესობას და მოლდოვის დემოკრატიული ინსტიტუტების დამოუკიდებლობას.

სამი მოლდოვური ბანკიდან 2014-2015 წლებში ერთი მილიარდი დოლარის გაუჩინარების საქმე მოლდოვაში ცნობილია „საუკუნის ქურდობის“ სახელით. პლახოტნიუკის ადვოკატები აღნიშნულ საქმესთან მათი დაცვის ქვეშ მყოფის კავშირს უარყოფენ.

დატოვე კომენტარი