მოლდოვის გენერალურმა პროკურატურამ იგორ დოდონს კიდევ ერთი ბრალდება წაუყენა
მოლდოვის გენერალურმა პროკურატურამ იგორ დოდონს კიდევ ერთი ბრალდება წაუყენა

მოლდოვის გენერალურმა პროკურატურამ ყოფილ პრეზიდენტს, იგორ დოდონს 2008-2009 წლებში ელექტროენერგიის შესყიდვის უკანონო სქემების საქმის ფარგლებში ბრალი წაუყენა. ინფორმაციას ამის შესახებ მოლდოვური მედია ავრცელებს.

იგორ დოდონს ბრალად ედება უფლებამოსილების გადამეტება. კერძოდ, პროკურატურის განმარტებით, დოდონს ბრალი წაუყენეს 2008-2009 წლებში ჩადენილი ქმედებების საფუძველზე, როდესაც ის ეკონომიკისა და ვაჭრობის მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

პროკურატურის ცნობით, საუბარია განკარგულებაზე, რომელსაც დოდონმა მინისტრის თანამდებობაზე ყოფნისას ხელი მოაწერა და რომლის საფუძველზეც, 2008 წლის მაისში კომპანია Energocom-ის გენერალურმა დირექტორმა გააფორმა უნგრულ კომპანიასთან კონტრაქტი ელექტროენერგიის ხელოვნურად მაღალი ფასით შეძენაზე, რითაც სახელმწიფოს 11,9 მილიონი დოლარის ოდენობის ზარალი მიადგა.

თავად ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც შინაპატიმრობაში იმყოფება, ოთხი საქმის ფარგლებში წაყენებული ბრალის საფუძველზე, მათ შორის სახელწიფო ღალატის, დანაშაულს არ აღიარებს. დოდონის განცხადებით, პროკურატურას არ შეუძლია, მისი დანაშაული დაამტკიცოს სხვა წაყენებულ ბრალდებებზე და ამიტომ გადაწყვიტა, Energocom-ის საქმით მასზე ზეწოლა მოახდინოს.

„მათ არ აქვთ არანაირი შანსი და მათ ეს იციან“, – განაცხადა დოდონმა მას შემდეგ, რაც პროკურატურამ მას 14 წლის წინანდელ საქმეზე ბრალი წაუყენა.

მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტი 26 მაისის შემდეგ შინაპატიმრობაში იმყოფება.

დატოვე კომენტარი