მოლდოვის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ემანუელ მაკრონი, ფრიდრიხ მერცი და დონალდ ტუსკი კიშინეუს ეწვივნენ
მოლდოვის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ემანუელ მაკრონი, ფრიდრიხ მერცი და დონალდ ტუსკი კიშინეუს ეწვივნენ

მოლდოვის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საფრანგეთის პრეზიდენტი, გერმანიის კანცლერი და პოლონეთის პრემიერ-მინისტრი კიშინეუს ეწვივნენ.

ევროპელ ლიდერებს მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ უმასპინძლა.

აღსანიშნავია, რომ მოლდოვაში 28 სექტემბერს საპარლამენტო არჩევნებია დაგეგმილი, სადაც სანდუს „მოქმედებისა და სოლიდარობის“ პროევროპულმა პარტიამ 101-მანდატიან საკანონმდებლო ორგანოში, წინასწარი გამოკითხვის მიხედვით, შესაძლოა, ამჟამინდელი 61 მანდატი დაკარგოს და მხოლოდ 41 ადგილი მოიპოვოს.