მოლდოვის სოფელ ნიჟნიე კუგურეშტიში სახლის სახურავზე ჩამოვარდნილი უპილოტო საფრენი აპარატი აღმოაჩინეს
მოლდოვის სოფელ ნიჟნიე კუგურეშტიში სახლის სახურავზე ჩამოვარდნილი უპილოტო საფრენი აპარატი აღმოაჩინეს

მოლდოვის ჩრდილოეთში, სოფელ ნიჟნიე კუგურეშტიში სახლის სახურავზე ჩამოვარდნილი უპილოტო საფრენი აპარატი აღმოაჩინეს. მოლდოვური მედიის თანახმად, ადგილზე სპეცსამსახურები მუშაობენ, ტერიტორია შემოსაზღვრულია.

გუშინ, ღამით რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინაზე კომბინირებული იერიში განახორციელეს რაკეტებით და დრონებით.

მოლდოვის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ექვსმა დრონმა დაარღვია მოლდოვის საჰაერო სივრცე. მოლდოვის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ პირველი Shahed-ის დრონი დაახლოებით 1 500 მეტრის სიმაღლეზე დაფრინავდა ვინოგრადოვცა-ვულკანესტის მიმართულებით, რის შემდეგაც მან რუმინეთის საზღვარი კაჰულის რაიონში გადაკვეთა. ამის შემდეგ მოლდოვის ეროვნული არმიის სათვალთვალო სისტემებმა კიდევ ხუთი დრონი დააფიქსირა. ერთ-ერთი მათგანი ჩამოვარდა სოფელ ნიჟნიე კუგურეშტიში.