მოლდოვის ცესკო-ს ცნობით, ბიულეტენების 100%-ის დათვლის შემდეგ მაია სანდუს პარტიამ ხმათა 50.2 პროცენტი მოიპოვა და მარტივ საპარლამენტო უმრავლესობას მიიღებს
Press conference by Roberta METSOLA, EP President and Maia SANDU, President of the Republic of Moldova
მოლდოვის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ბიულეტენების 100% დათვალა. ცესკო-ს ცნობით, მოქმედი პრეზიდენტის, მაია სანდუს „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტიამ“ ხმათა 50.2 პროცენტი მიიღო. მეორე ადგილს კი ყოფილი პრეზიდენტის, იგორ დოდონის „პატრიოტული ბლოკი“ იკავებს 24.17 პროცენტით.
საარჩევნო ბლოკმა „ალტერნატივამ“ ხმათა 7.96% მიიღო, „ჩვენმა პარტიამ“ 6.2, „ღირსებისა და სიმართლის პლატფორმა“ კი 5.62%. შესაბამისად, მაია სანდუს „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტია“ მარტივ საპარლამენტო უმრავლესობას მიიღებს – 55 მანდატით.
„პატრიოტულ ბლოკს“ 26 დეპუტატი ეყოლება, ბლოკ „ალტერნატივას“ – რვა, ხოლო „ჩვენი პარტია“ და „ღირსებისა და სიმართლის პლატფორმა“ პარლამენტში ექვს-ექვსი მანდატით შევლენ.
მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში აქტივობამ 52 პროცენტს გადააჭარბა.