მოლდოვის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნების მეორი ტურის გამარჯვებულად მაია სანდუ ოფიციალურად გამოაცხადა
მოლდოვის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნების მეორი ტურის გამარჯვებულად მაია სანდუ ოფიციალურად გამოაცხადა

მოლდოვის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნების მეორი ტურის გამარჯვებულად მაია სანდუ ოფიციალურად გამოაცხადა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

არჩევნების კანონიერად გამოსაცხადებლად, კომისიის გადაწვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს მომდევნო სამი დღის განმავლობაში უნდა გადაეგზავნოს.

მოლდოვის პრეზიდენტობისთვის პროევროპული ოპოზიციური პარტიის, „მოქმედებისა და სოლიდარობის“ ლიდერი მაია სანდუ და მოლდოვის მოქმედი პრეზიდენტი იგორ დოდონი იბრძოდნენ.

დღეს მოლდოვის მოქმედმა პრეზიდენტმა, იგორ დოდონმა დაადასტურა, რომ არჩევნების შედეგების გასაჩივრებას აპირებს.