მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები შედგა, ადგილობრივი დროით 15:00 საათისთვის ამომრჩეველთა 33%-მა მისცა ხმა
მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები შედგა, ადგილობრივი დროით 15:00 საათისთვის ამომრჩეველთა 33%-მა მისცა ხმა. ცესკო-ს მონაცემებით, საკუთარი არჩევანი გააკეთა მოლდოვაში მცხოვრებმა 834 ათასმა ადამიანმა და 132 ათასზე მეტმა მოლდოველმა, რომელიც საზღვარგარეთ იმყოფება. ყველაზე აქტიურად ხმას 36-დან 55 წლამდე ასაკის მოქალაქეები აძლევენ.
მოლდოვის დედაქალაქში ამომრჩეველთა აქტივობამ 33,8%-ი შეადგინა.
ცნობისთვის, მოლდოვაში დღეს საპარლამენტო არჩევნები იმართება, რომელშიც 23 სუბიექტი მონაწილეობს, მათ შორის 15 პარტია, ოთხი საარჩევნო ბლოკი და ოთხი დამოუკიდებელი კანდიდატი.
მოლდოვის კანონმდებლობით, არჩევნები შემდგარია, თუ კენჭისყრაში მოქალაქეთა 30%-ზე მეტი მიიღებს მონაწილეობას. პარლამენტში მოსახვედრად პარტიებმა 5%-იანი, ბლოკებმა 7%-იანი, ხოლო დამოუკიდებელმა კანდიდატებმა 2%-იანი ბარიერი უნდა გადალახონ.