მოლდოვის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა მოქალაქეებს საპროტესტო აქციებისკენ მოუწოდა
მოლდოვის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა მოქალაქეებს საპროტესტო აქციებისკენ მოუწოდა

მოლდოვის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა მოქალაქეებს საპროტესტო აქციების გამართვისკენ მოუწოდა.

მაია სანდუს თქმით, „სოციალისტი დეპუტატების ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, მოლდოვის უსაფრთხოების სამსახური პრეზიდენტს აღარ უნდა დაექვემდებაროს, ხელისუფლების მიტაცების მცდელობაა.“

სანდუს განცხადებით, ის აპირებს აღნიშნული ინიციატივა საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივროს. ამასთან ერთად, ქვეყნის არჩეული პრეზიდენტმა მოუწოდა მოქალაქეებს, ქუჩაში გამოვიდნენ 3 დეკემბერს და საპროტესტო აქცია გამართონ.

„მმართველ პარტიას სურს, ჩამომართვას ის უფლებამოსილება, რომელიც მომცემს საშუალებას, ქვეყანაში წესრიგი დავამყარო. მათ ამ გზით სურთ არჩევნების შედეგის გაუქმება. მოგიწოდებთ, გამოხვიდეთ ქუჩაში და დაიცვათ თქვენი ხმები“, – განაცხადა მოლდოვის არჩეულმა პრეზიდენტმა.

მაია სანდუმ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა 57,75%-ის მხარდაჭერა მოიპოვა.

ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია 24 იანვარს არის დანიშნული.