მოლდოვის ახალარჩეული პრეზიდენტი აცხადებს, რომ ქვეყნის მოქმედი მთავრობა უნდა გადადგეს
მოლდოვის ახალარჩეული პრეზიდენტი აცხადებს, რომ ქვეყნის მოქმედი მთავრობა უნდა გადადგეს

მოლდოვის ახალარჩეული პრეზიდენტი აცხადებს, რომ ქვეყნის მოქმედი მთავრობა უნდა გადადგეს.

ამის შესახებ მაია სანდუმ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩევლებმა ხმა არა მხოლოდ პრეზიდენტ დოდონის წინააღმდეგ მისცეს, არამედ მისი მმართველობის მეთოდებისა და მისი გუნდის იონ კიკუს წინააღმდეგ. ეს ნათელი გზავნილია, რომ მთავრობა უნდა გადადგეს“, – განაცხადა სანდუმ.

მისივე თქმით, გადადგომამდე მოქმედმა მთავრობამ უნდა დაასრულოს რამდენიმე საქმე, რაც დაკავშირებულია სახელმწიფო ბიუჯეტის მიღებასთან, პანდემიასთან და ეკონომიკურ კრიზისთან გამკლავების საკითხებთან. სანდუ მიიჩნევს, რომ მოლდოვაში უახლოეს მომავალში უნდა გაიმართოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. მოლდოვას მოქმედი პრეზიდენტის იგორ დოდონის უფლებამოსილება 23 დეკემბერს იწურება.