მოლდოველი ფერმერები რუმინეთთან საზღვარზე საპროტესტო აქციებს გეგმავენ

12:03, 25.06.2026

მოლდოველი ფერმერები რუმინეთთან საზღვარზე საპროტესტო აქციებს გეგმავენ. ამის შესახებ რუმინული მედია წერს. ფერმერთა ასოციაციის განცხადებით, დემონსტრაციები გაგრძელდება და ორ სასაზღვრო პუნქტს შეეხება „ლეუშენსა“ და „სკულიანს“.

სამართალდამცაველებმა დემონსტრანტები გააფრთხილა, რომ გზებისა და სასაზღვრო პუნქტების ბლოკირება უკანონოა და მოგზაურებს მოუწოდა, გაითვალისწინონ სიტუაცია მარშრუტების დაგეგმვისას.

მედიის ინფორმაციით, ჯერ კიდევ 24 ივნისს გამართულ აქციაზე ასეულობით ფერმერმა 250-ზე მეტი ტრაქტორით გამართა საპროტესტო აქცია. მათ, დროებით გადაკეტეს გზა რუმინეთთან საზღვარზე, კაგულ-ოანჩის გამტარ პუნქტამდე. ფერმერები აპროტესტებენ სოფლის მეურნეობის ტექნიკასა და პროდუქციაზე 20-პროცენტიანი დღგ-ის შემოღებას და ასევე მოითხოვენ დიზელზე გადასახადების კომპენსაციას.

აქციის ლიდერები სოფლის მეურნეობის სამინისტროში უკვე შეხვდნენ მაღალჩინოსნებს, თუმცა ახლა პრეზიდენტ სანდუსთან და პარლამენტის სპიკერთან გადაუდებელ შეხვედრას ითხოვენ.

მსგავსი