მოლდოველი ფერმერები კიშინეუს ცენტრში საპროტესტო აქციებს აგრძელებენ და პრეზიდენტთან შეხვედრას ითხოვენ
მოლდოველი ფერმერები კიშინეუს ცენტრში საპროტესტო აქციებს აგრძელებენ და პრეზიდენტთან შეხვედრას ითხოვენ

მოლდოველი ფერმერები კიშინეუს ცენტრში საპროტესტო აქციებს აგრძელებენ და პრეზიდენტთან შეხვედრას ითხოვენ, – ამის შესახებ NewsMaker-ი წერს.

ფერმერთა ძალის ასოციაციამ განაცხადა, რომ გააგრძელებს საპროტესტო აქციებს და შეეცდება, შეხვდეს ქვეყნის ხელმძღვანელობას.

მათივე ცნობით, ფერმერებს სოფლის მეურნეობის სექტორში არსებული ვითარების განხილვა პრეზიდენტ მაია სანდუსა და პარლამენტის თავჯდომარე იგორ გროსუსთან სურთ.

გარდა ამისა, აქციის მონაწილეები იმედოვნებენ, რომ შეხვდებიან რუმინეთის პრემიერ-მინისტრს, მარსელ კოლაკუსს, რომელიც დღეს კიშინეუში იმყოფება.

„დღეს ჩვენ თუ დაგვაიგნორებენ და ფუჭი დაპირებებით გამოგვიშვებენ, მაშინ მზად ვართ მოქმედებებისთვის 22 ივნისს“, – აღნიშნეს ფერმერთა ასოციაციაში.

ორგანიზაცია მოუწოდებს მთავრობას, მიიღოს ზომები ფერმერების დასახმარებლად. ასოციაციის მოთხოვნებს შორის არის უკრაინიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტის აკრძალვის დაწესება და პორტის მხოლოდ მოლდოვური სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტისთვის გამოყენება.