მოლდოვაში უკრაინისკენ მიმავალი სარკინიგზო შემადგენლობა, რომელსაც მარცვლეული გადაჰქონდა, ლიანდაგიდან გადავიდა

14:15, 06.08.2023

მოლდოვაში უკრაინაში მიმავალი სარკინიგზო შემადგენლობა, რომელსაც მარცვლეული გადაჰქონდა, ლიანდაგიდან გადავიდა.

როგორც სააგენტო „როიტერი“ იუწყება, საუბარია მატარებელზე, რომლითაც მარცვლეული უკრაინის პორტ „რენიში“ გადაჰქონდათ.

ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც მატარებელი კულმა-ჩადირ-ლუნგას მონაკვეთზე იმყოფებოდა. ლიანდაგიდან სულ ექვსი ვაგონი გადავიდა.

„ავარიის სავარაუდო მიზეზი ძლიერი სიცხე იყო, რის გამოც რელსების ნაწილმა მდგრადობა დაკარგა“, – ნათქამია ოფიციალურ განცხადებაში.

ცნობისთვის, რუსეთმა 17 ივლისს დატოვა „შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება“, რის გამოც უკრაინა მარცვლეულის გადაზიდვას ალტერნატიული გზებით ცდილობს, მათ შორის მდინარე დუნაიზე არსებული პორტებიდან.

მსგავსი