მოლდოვაში უკრაინის საზღვრის მახლობლად რაკეტის ფრაგმენტები აღმოაჩინეს

12:57, 15.01.2023

მოლდოვაში უკრაინის საზღვრის მახლობლად რაკეტის ფრაგმენტები აღმოაჩინეს. მოლდოვის სასაზღვრო პოლიციის პატრულმა ჩამოვარდნილი რაკეტის ნაწილები ბრიჩანსკის რაიონში, სოფელ ლარგასთან შენიშნა.

უკრაინის საზღვართან უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა. მოლდოვის შსს-ს ცნობით, უკრაინის დაბომბვის შემდეგ ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როცა რაკეტების ფრაგმენტები მოლდოვის ტერიტორიაზე ჩამოვარდა.

ინციდენტს მოლდოვის პრეზიდენტი გამოეხმაურა. მაია სანდუს განცხადებით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სასტიკი ომი, პირდაპირ გავლენას ახდენს მოლდოვაზე.

მსგავსი