მოლდოვაში თვითმფრინავით ჩასული უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესვლა აკრძალეს

13:02, 10.03.2020

მოლდოვაში თვითმფრინავით ჩასული უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესვლა აკრძალეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

შეზღუდვა 10 მარტიდან ამოქმედდა და მოლდოვაში იმ სახელმწიფოებიდან ჩამსვლელებს ეხებათ, სადაც ახალი კორონავირუსი დაფიქსირდა. გამონაკლისი მხოლოდ მოლდოვის მოქალაქეებისთვის დაიშვება.

როგორც მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა, იონ კიკუმ განაცხადა, მთავრობას ფრენების სრულად აკრძალვა არ შეუძლია.

„თუ ასე მოვიქცევით, ხალხი მაინც ჩამოვა მიკროავტობუსებით და უფრო რთულ მდგომარეობაში“, – განაცხადა კიკუმ.

მოლდოვაში კორონავირუსით ინფიცირების ერთი შემთხვევა არის აღრიცხული.

ამასთან, 9 მარტს მოლდოვამ იტალიაში ფრენები სრულად შეწყვიტა.

მსგავსი