მოლდოვაში რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ კანონი ძალაში შევიდა
მოლდოვაში რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ კანონი ძალაში შევიდა

მოლდოვურ არხებს რუსული საინფორმაციო-ანალიტიკური პროგრამების ჩვენება აეკრძალათ.

შესაბამისი კანონი რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ძალაში გუშინ შევიდა.

კანონის თანახმად, მოლდოვის ტერიტორიაზე შეიზღუდება საინფორმაციო-ანალიტიკური, პოლიტიკური და სამხედრო თემატიკის გადაცემების ტრანსლირება და რეტრანსლირება იმ სახელმწიფოებიდან, რომლებსაც არ აქვთ რატიფიცირებული ტრანსსასაზღვრო ტელევიზიის შესახებ ევროპული კონვენცია, ასეთი კი რუსეთია.

რუსული საინფორმაციო არხების აკრძალვის შესახებ კანონს ხელი პარლამენტის თავმჯდომარემ მოაწერა.

მან ეს ქვეყნის პრეზიდენტის, იგორ დოდონის ნაცვლად გააკეთა, რომელსაც იანვარში უფლებამოსილება დროებით შეუჩერეს.

დოდონმა კანონს ხელი ორჯერ არ მოაწერა მიუხედავად იმისა , რომ კონსტიტუციით ვალდებული იყო. 

იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ტელეკომპანია კანონს დაარღვევს, თავდაპირველად ფინანსური ჯარიმა დაეკისრება, განმეორების შემთხვევაში კი შესაძლოა ლიცენზია ჩამოართვან.