მოლდოვაში ოფიციალურად დარეგისტრირდა პოლიტიკური ბლოკი, რომელიც ყოფილმა პრეზიდენტმა, იგორ დოდონმა ჩამოაყალიბა
მოლდოვაში ოფიციალურად დარეგისტრირდა პოლიტიკური ბლოკი, რომელიც პრორუსული შეხედულებების მქონე ყოფილმა პრეზიდენტმა, იგორ დოდონმა ჩამოაყალიბა.
მოლდოვის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაარეგისტრირა პოლიტიკური გაერთიანება „პატრიოტული საარჩევნო ბლოკი“, რომელშიც შევიდნენ მოლდოვის ექსპრეზიდენტის „სოციალისტთა პარტია“, „მოლდოვის გული“ და „მოლდოვის მომავალი“.
არჩევნებში მონაწილეობისთვის ბლოკის წარმომადგენლებმა ცესკო-ს კანდიდატების სრული სია უნდა წარუდგინონ.
საპარლამენტო არჩევნები მოლდოვაში 28 სექტემბერს ჩატარდება.