მოლდოვაში კორონავირუსის გამო ორი თვით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს
მოლდოვაში კორონავირუსის გამო ორი თვით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს

მოლდოვაში კორონავირუსის გამო ორი თვით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს, რაც კანონით არჩევნების გამართვას გამორიცხავს. შესაბამისი გადაწყვეტილება მოლდოვას მმართველმა უმრავლესობამ საგანგებო სხდომაზე დაამტკიცა. გადაწყვეტილებას მხარი 52-მა დეპუტატმა დაუჭირა.

პროექტის მიხედვით, საგანგებო მდგომარეობა 2021 წლის პირველი აპრილიდან, 30 მაისამდე იქნება ძალაში. ამის შემდეგ მთავრობამ უნდა მოამზადოს კოვიდშეზღუდვების ჩამონათვალი, რომელიც ქვეყანაში გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო უნდა დაწესდეს.

შეგახსენებთ, რომ მანამდე მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ განაცხადა, რომ ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების გამართვა სურს და ამ მიზნით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს. პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პარლამენტმა კანონით განსაზღვრულ ვადაში ახალი მთავრობის არჩევა ვერ შეძლო.

დატოვე კომენტარი