მოლდოვაში ხუთი ტელეარხის დახურვის გადაწყვეტილება მიიღეს
მოლდოვაში ხუთი ტელეარხის დახურვის გადაწყვეტილება მიიღეს

მოლდოვაში დაიხურება ხუთი ტელეარხი, რომლებიც, ქვეყნის მთავრობის ინფორმაციით, „ქვეყნიდან გაქცეულ ოლიგარქებთან, ილან შორისთან და ვლადიმერ პლახოტნიუკთან არიან დაკავშირებული“.

ადგილობრივი მედიის ცნობით, შესაბამისი გადაწყვეტილება მოლდოვის ეროვნული საინვესტიციო პროექტების განვითარების საბჭომ მიიღო.

საუბარია ლიცენზიის ჩამორთმევაზე იმ სამი კომპანისთვის, რომლებსაც ეკუთვნით ტელეარხები Primul în Moldova, Accent TV, Orizont TV, Canal 2 და Canal 3.

მოლდოვის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ კომპანიებმა დაარღვიეს საბჭოს მოთხოვნები და დაფინანსების შესახებ არასრულყოფილი ინფორმაცია წარადგინეს – მიუთითეს მხოლოდ ერთი საბანკო ანგარიშის მონაცემები, მაშინ როდესაც მათ ანგარიშები სხვა ბანკებშიც ჰქონდათ.

„დაფიქსირებულია ტრანზაქციები, რომლებითაც კომპანიების პლახოტნიუკისა და შორის დაჯგუფებებთან კავშირი დასტურდება“, – აცხადებენ მოლდოვის მთავრობაში.