მოლდოვაში ეპისკოპოსმა ქვეყანა თვითმფრინავიდან დალოცა [ვიდეო]
მოლდოვაში ეპისკოპოსმა ქვეყანა თვითმფრინავიდან დალოცა [ვიდეო]

მოლდოვაში ეპისკოპოსმა ქვეყანა თვითმფრინავიდან დალოცა. ინფორმაციას უნგენისა და ნისპორენის ეპარქია „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ეპისკოპოსმა ქვეყანას შემოუფრინა თვითმფრინავით და თან ჰქონდა ღვთისმშობლის ხატი. ფრენის დროს ეპისკოპოსმა ქვეყნისა და მოქალაქეებისთვის ილოცა.

მოლდოვაში კორონავირუსის 505 შემთხვევაა დაფიქსირებული, ექვსი ადამიანი დაიღუპა და 26 გამოჯანმრთელდა.