მოლდოვაში ენერგეტიკულ და ჰიდროლოგიურ სექტორებში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა
მოლდოვაში ენერგეტიკულ და ჰიდროლოგიურ სექტორებში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა.
ღონისძიებები სამ მიმართულებას ეხება: საკმარისი ელექტროენერგიის უზრუნველყოფას, საწვავის მარაგების დაცვასა და წყლის რესურსების შენარჩუნებას.
მოხმარების პიკურ საათებში, 18:00-დან 22:00-მდე, ხელმისაწვდომი ელექტროენერგია ქვეყნის შიდა საჭიროებებისკენ მიემართება, ექსპორტი კი შეიზღუდება
.
დეფიციტის შემთხვევაში, ხელისუფლებას შეეძლება, მეზობელი ქვეყნებიდან გადაუდებელი მიწოდების მოთხოვნა. პრიორიტეტი ექნებათ საავადმყოფოებს, გადაუდებელი დახმარების სამსახურებსა და წყალმომარაგების ობიექტებს.
საწვავის დეფიციტის თავიდან ასაცილებლად, ერთ ავტოგასამართ სადგურზე დიზელის შესყიდვა 40 ლიტრით შემოიფარგლება. ერთ-ერთ პორტში ბენზინისა და დიზელის ექსპორტი დაშვებული იქნება მხოლოდ იმ პირობით, თუ საწყობებში მინიმუმ 2500 ტონა ბენზინი და 7500 ტონა დიზელი დარჩება.
სასმელი წყალი შეიზღუდება მეორეხარისხოვან საჭიროებებზე: გაზონების მორწყვაზე, ეზოებისა და ფასადების რეცხვაზე, აუზების შევსებაზე.
საგანგებო მდგომარეობა მთავრობამ 22 სექტემბერს გამართულ სხდომაზე დამტკიცდა და 60 დღით არის გათვალისწინებული.