მოლდოვაში დღეს საპრეზიდენტო არჩევნებია
მოლდოვაში დღეს საპრეზიდენტო არჩევნებია

მოლდოვაში დღეს საპრეზიდენტო არჩევნებია. ქვეყნის მასშტაბით ორი ათასი, ფარგლებს გარეთ კი 139 საარჩევნო უბანია გახსნილი.

პრეზიდენტის პოსტისთვის რვა კანდიდატი იბრძვის. საერთაშორისო მედიის შეფასებით, არჩევნებში ძირითადი ოპონენტები მოქმედი პრეზიდენტი იგორ დოდონი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი მაია სანდუა არიან.

მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებს 1900 ადგილობრივი და 309 საერთაშორისო დამკვირვებელი დააკვირდება.

მოლდოვის კანონმდებლობის მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად ის კანდიდატი ითვლება, რომელიც ხმათა 50 პროცენტზე მეტს მოიპოვებს. იმ შემთხვევაში, თუ ხმათა საკმარის რაოდენობას ვერც ერთი კანდიდატი ვერ მოიპოვებს, ქვეყანაში მეორე ტური გაიმართება.