მოლდოვაში ბიულეტენების 97 პროცენტზე მეტის დათვლის შემდეგ მაია სანდუს ხმათა 41.55 პროცენტი აქვს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 3 ნოემბერს გაიმართება
Official visit by Roberta METSOLA, EP President to Moldova - Meeting with Maia SANDU, President of the Moldovan Republic
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნების ბიულეტენების 97 პროცენტზე მეტი უკვე დათვალა. მოქმედ პრეზიდენტს, მაია სანდუს მხარი ამომრჩეველთა 41.55 პროცენტმა დაუჭირა, ხოლო მოლდოვის ყოფილ გენერალურ პროკურორს, სოციალისტების მიერ მხარდაჭერილ ალექსანდრე სტოიანოგლოს – 26.51 პროცენტმა.
იმ შემთხვევაში, თუ ხმების სრულად დათვლის შემდეგ აღნიშნული მონაცემები არ შეიცვლება და ვერცერთი კანდიდატი ვერ მოაგროვებს 50 პროცენტზე მეტს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 3 ნოემბერს გაიმართება.