მოლდოვა უკრაინიდან მარცვლოვანი და ზეთოვანი კულტურების იმპორტზე დროებითი შეზღუდვების დაწესებას განიხილავს
მოლდოვა უკრაინიდან მარცვლოვანი და ზეთოვანი კულტურების იმპორტზე დროებითი შეზღუდვების დაწესებას განიხილავს

მოლდოვა უკრაინიდან მარცვლოვანი და ზეთოვანი კულტურების იმპორტზე დროებითი შეზღუდვების დაწესებას განიხილავს. მოლდოვური მედიის ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ვლადიმირ ბოლიამ მოლდოვაში, ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელთან, იანის მაჟეიკსთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, მინისტრმა ევროპელ დიპლომატს ესაუბრა სამინისტროს გეგმის შესახებ, დროებით აამოქმედოს ზომები, რომლებიც ევროკავშირის ზოგიერთმა ქვეყანამ უკრაინიდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ზოგიერთი სახეობის იმპორტთან დაკავშირებით დააწესა.

აღსანიშნავია, რომ მანამდე მოლდოვის ფერმერთა ასოციაციამ მოუწოდა ქვეყნის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, დროებით შეზღუდოს უკრაინული აგრარული პროდუქციის იმპორტი. მოლდოველ ფერმერთა აზრით, ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანაში უკრაინიდან იმპორტზე დაწესებული შეზღუდვები მოლდოვაში ამ პროდუქციის რაოდენობის ზრდას გამოიწვევს. ასოციაციის მტკიცებით, მარცვლეულზე და ზეთოვან კულტურებზე ფასების ვარდნამ ათასობით მცირე და საშუალო ფერმერი გაკოტრების პირას მიიყვანა.

ცნობისთვის, აპრილში პოლონეთმა, უნგრეთმა, სლოვაკეთმა, რუმინეთმა და ბულგარეთმა უკრაინულ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტზე შეზღუდვები დააწესა.