მოლდოვა, შესაძლოა, ელექტროენერგიის დეფიციტის წინაშე აღმოჩნდეს, მიზეზად სახელდება ქვეყანაში წყლის დონის დაცემა და უკრაინის უარი საავარიო ელექტროენერგიის მიწოდებაზე

11:14, 06.08.2026

მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა, ვასილე ტოფანმა განაცხადა, რომ ქვეყანა, შესაძლოა, ელექტროენერგიის სერიოზული დეფიციტის წინაშე აღმოჩნდეს.

როგორც მედია წერს, მოლდოვაში ელექტროენერგიის დეფიციტი ორი მიზეზითაა გამოწვეული – ერთი მხრივ, წყლის დონე დაეცა, ხოლო მეორე მხრივ, უკრაინამ კიშინეუს განუცხადა, რომ ვეღარ შეძლებს მოლდოვისთვის საავარიო ელექტროენერგიის მიწოდებას, რომელზეც ქვეყანა აქამდე დეფიციტის დასაფარად იყო დამოკიდებული.

„სამწუხაროდ, ელექტრომომარაგების მდგომარეობა ძალიან ცუდად გამოიყურება. დიდი ალბათობით, ჩვენ ვერ შევძლებთ საავარიო ელექტროენერგიის შესყიდვას. ჩვენ ვერც იმ საავარიო ელექტროენერგიის შესყიდვას შევძლებთ, რომლის ღირებულებაც ორ-სამჯერ მაღალია. ასეთი პასუხი მივიღეთ „უკრენერგოსგან“, უკრაინული მხარისგან“, – განაცხადა ტოფანმა.

მსგავსი