მოლდოვა ქართველ ხალხს სოლიდარობას უცხადებს
მოლდოვა ქართველ ხალხს სოლიდარობას უცხადებს

მოლდოვა ქართველ ხალხს სოლიდარობას უცხადებს. როგორც ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მოლდოვა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

„სამხედრო აგრესია საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს, არის საერთაშორისო კანონმდებლობის უხეში დარღვევა. კერძოდ, ძალისმიერი ჩარევა მეორე სახელმწიფოს შიდა საქმეებში. ძალის გამოყენება ქვეყნებს შორის ურთიერთობებში. გაერო-ს წევრი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა დაუშვებელია. სამხედრო ინტერვენციას უამრავი ქართველი შეეწირა, საქართველოს მიადგა მატერიალური და ტერიტორიული ზიანი“, – ნათქვამია მოდლოვას საგარეო უწყების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

მოლდოვას მთავრობა აცხადებს, რომ მუდამ გმობს სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას და მხარს უჭერს თანაბარუფლებიან პარტნიორობას.

„ყველა სახელმწიფო პატივისცემით უნდა მოეკიდოს სხვა ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, -აცხადებენ მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

დატოვე კომენტარი