მოლდოვა ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მეორე სამიტს უმასპინძლებს, რომელიც პირველ ივნისს გაიმართება
მოლდოვა ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მეორე სამიტს უმასპინძლებს, რომელიც პირველ ივნისს გაიმართება

მოლდოვა ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მეორე სამიტს უმასპინძლებს, რომელიც პირველ ივნისს გაიმართება. მოლდოვური მედიის ინფორმაციით, პოლიტიკური ლიდერები მოლაპარაკებებს მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვის მახლობლად, ღვინის ქარხნის ტერიტორიაზე გამართავენ.

შეხვედრას 47 პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი, ასევე ევროსტრუქტურების ხელმძღვანელები უნდა დაესწრონ.

ღვინის ქარხანა „მიმი“ სოფელ ბულბოაკაში, კიშინიოვიდან 40 კილომეტრში მდებარეობს. ადგილობრივი მედია წერს, რომ მოლდოვის ხელისუფლებამ უკვე დაიწყო ბულბოაკასკენ მიმავალი გზის სასწრაფოდ შეკეთება.

ევროპის პოლიტიკური გაერთიანების პირველი სამიტი პრაღაში გასული წლის 6-7 ოქტომბერს გაიმართა.

ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობა საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ინიციატივაა, რომელსაც ევროკავშირი მხარს უჭერს. თანამშრომლობის ეს პლატფორმა არ არის ევროკავშირის გაფართოების ალტერნატივა.