მოლდოვა ევროკავშირთან უსაფრთხოების სფეროში სტრატეგიული დიალოგის დასაწყებად მზადაა

19:56, 03.05.2018

მოლდოვა ევროკავშირთან უსაფრთხოების სფეროში სტრატეგიული დიალოგის დასაწყებად მზადყოფნას გამოთქვამს.

ბრიუსელში გამართული ასოციაციის საბჭოს შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ მოლდოვის მხარემ ევროკაშირის პროფილურ სააგენტოებთან: Frontex-თან, Europol-თან და Eurojust-თან გაფართოებული თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა, პაველ ფილიპმა განაცხადა, რომ მსგავსი სახის თანამშრომლობა საშინაო და საგარეო საფრთხეების წინაშე მდგრადობის გაძლიერების საშუალებას იძლევა.

მსგავსი