მოხუცების სამოდელო სააგენტო "ოლდუშკა", რომელიც სტანდარტებს არღვევს
მოხუცების სამოდელო სააგენტო "ოლდუშკა", რომელიც სტანდარტებს არღვევს

​მოდის ინდუსტრია ახალგაზრდობის სენითაა შეპყრობილი. ის ვერ ეგუება სიბერეს და ამ პროცესთან დაკავშირებულ ფიზიოლოგიურ ცვლილებებს. მსოფლიო მოდის სამყარო ასაკობრივ ზღვარს აწესებს, მოდელები ცდილობენ დაბერება ბოტოქსითა და პლასტიკური ოპერაციებით შეაჩერონ. დასავლეთის ქვეყნების უმრავლესობაში ხანშიშესულ მოდელებს იშვიათად თუ შეხვდებით, თუმცა სააგენტო “ოლდუშკამ” აღნიშნული სტანდარტი დაარღვია.

​სამოდელო სააგენტო “ოლდუშკა” 45-დან 85 წლამდე ასაკის მოდელებს აერთიანებს. მიუხედავად იმისა, რომ მოდის ინდუსტრიამ მსოფლიოში მოდელის ზომისა და ეთნიკური წარმომავლობის სტანდარტი უკვე დაარღვია, ეს ცვლილებები ასაკს ჯერჯერობით არ შეხებია. თუმცა, როგორც ხედავთ, ცვლილებები სააგენტო “ოლდუშკამ” წამოიწყო.

​სააგენტოს დაარსების იდეა ფოტოგრაფ იგორ გავარის ფოტოპროექტიდან გაჩნდა, როდესაც მან პენსიაში გასული მოდელები და საინტერესო გარეგნობის ხანშიშესული ადამიანები გადაიღო.

სააგენტო “ოლდუშკა” რუსეთში დაარსდა, მისი მოდელები კი, მსოფლიო მასშტაბით საკმაოდ მრავალფეროვან შემოთავაზებებს იღებენ.

მოდელები (ასაკი – 45-85 წელი)


დატოვე კომენტარი