მოხალისეებმა სტიქიის ზონაში ჰუმანიტარული დახმარება ჩაიტანეს
მოხალისეებმა სტიქიის ზონაში ჰუმანიტარული დახმარება ჩაიტანეს

მოხალისეებმა სტიქიის ზონაში ჰუმანიტარული დახმარება ჩაიტანეს. ისინი ამ ეტაპზე გლოლაში იმყოფებიან და სამართალდამცველების მითითებას ელოდებიან, რომ იმ ადამიანებთან მივიდნენ, ვისაც აღნიშნული დახმარება სჭირდებათ.

როგორც მოხალისეთა ჯგუფის ერთ-ერთი წევრი თინათინ კვალიაშვილი აცხადებს, შოვში, სტიქიის ზონაში პროდუქტები ჩაიტანეს როგორც ადამიანებისთვის, ასევე ცხოველებისთვის.

„ჩვენი ინიციატივაა, დავეხმაროთ რეგიონში ადამიანებსა და ცხოველებს. ძალიან ბევრი ადამიანი გამოგვეხმაურა და დაგვეხმარა, რომ შეგროვებულიყო აუცილებელი პროდუქტები. ამჟამად გლოლაში ვართ მოხალისეებთან ერთად, გვაქვს პროდუქტები როგორც მოქალაქეებისთვის, ასევე ცხოველებისთვის. ველოდებით პოლიციას, რომ შეგვიყვანოს სოფელში. გაფრთხილებულია მოსახლეობა, სწორედ მათი საჭიროებები მოვისმინეთ და ისე შევარჩიეთ პროდუქტები, რაც უნდა შეგვეძინა. აქ ვართ, ჯამში, 12-13 მოხალისე. გაგვაერთიანა ამ ტრაგედიამ. გვაქვს მშრალი კვება, ჰიგიენური საშუალებები, წყალი“, – განაცხადა ერთ-ერთმა მოხალისემ.