მოჰსენ რეზაი – თეირანი ნებისმიერი ქვეყნის მიერ ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი ეკონომიკური ზომების მხარდაჭერას „ომის აქტად“ აღიქვამს
ირანის უმაღლესი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, მოჰსენ რეზაიმ განაცხადა, რომ თეირანი ნებისმიერი ქვეყნის მიერ ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი ეკონომიკური ზომების მხარდაჭერას „ომის აქტად“ აღიქვამს.
„თუ ეკონომიკური ომი გაგრძელდება, ნავთობის არცერთი წვეთი არ გაიგზავნება, არც ჰორმუზის სრუტის გავლით და არც სპარსეთის ყურის ნებისმიერი ადგილიდან. ირანი ჩვენი ხალხის წინააღმდეგ ამერიკის ეკონომიკურ ომში ნებისმიერი ქვეყნის მონაწილეობას ან მხარდაჭერას ომის აქტად მიიჩნევს“, – დაწერა ირანის უმაღლესი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ „ეკონომიკური ომისა და იზოლაციის“ უპრეცედენტო მასშტაბით დაწყების შესახებ განაცხადა. აშშ-ის ხაზინის მდივანმა სკოტ ბესენტმა კი აღნიშნა, რომ ვაშინგტონი „ყველაზე მასშტაბურ ფინანსურ შეტევას იწყებს, რომელიც ოდესმე მოწინააღმდეგის წინააღმდეგ განხორციელებულა“.
ამერიკის პრეზიდენტმა ასევე გააფრთხილა ქვეყნები, რომელთა ფინანსური ინსტიტუტები, კომპანიები, აეროპორტები ან სახელმწიფო სტრუქტურები თეირანს მხარდაჭერას გაუწევენ, რომ მათ აშშ-ის მხრიდან სერიოზული ეკონომიკური შედეგები დაემუქრებათ.
If the economic war continues, not a single drop of oil will be exported٫ neither through the Strait of Hormuz nor from anywhere in the Persian Gulf. Iran will regard any country’s participation in or support for America’s economic war against the Iranian people as an act of war.
— محسن رضایی (@ir_rezaee) August 23, 2026