მოჰამედ სალაჰს მექაში მიწის ნაკვეთს ჩუქნიან  
მოჰამედ სალაჰს მექაში მიწის ნაკვეთს ჩუქნიან  

ეგვიპტის ნაკრებისა და „ლივერპულის“ ფორვარდ მოჰამედ სალაჰისთვის მუსლიმთა წმინდა ქალაქ მექაში მიწის ნაკვეთის გადაცემა იგეგმება, – ამის შესახებ მექას ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა, ფაჰდ ალ-როუქიმ განაცხადა.

ალ-როუქის თქმით, სალაჰი მსოფლიო საზოგადოებაში ისლამის იდეალური წარმომადგენელია და ამიტომაც იმსახურებს მსგავს პატივს.

თუ საუდის არაბეთის მთავრობა მუნიციპალიტეტის იდეას მოიწონებს, ფეხბურთელი მიწას ალ-ჰარამის მეჩეთის გვერდით მიიღებს.  იმ შემთხვევაში კი, თუ მთავრობა აღნიშნულ წინადადებას არ დათანხმდება, არსებობს მეორე ვარიანტიც – მიწის ნაკვეთზე სალაჰის სახელობის მეჩეთი აშენდება.

ალ ჰარამის მეჩეთი მსოფლიოში მთავარი და უდიდესი მეჩეთია, რომლის შიდა ეზოში განთავსებულია ისლამის მთავარი სიწმინდე – ქააბა.