მოჰამედ სალაჰმა „გალათასარაის“ წინააღმდეგ ჰეთთრიქი შეასრულა #1TVSPORT

11:40, 20.09.2026

თურქეთის სუპერლიგის მე-6 ტურში „ტრაბზონსფორმა“ საკუთარ მოედანზე „გალათასარაის“ უმასპინძლა და მეტოქე დამაჯერებელი ანგარიშით, 4:0 დაამარცხა.

შეხვედრაში ანგარიში დებიუტშივე, მე-4 წუთზე მოჰამედ სალაჰმა გახსნა. 39-ე წუთზე ეგვიპტელის ზუსტი გადაცემით ნოა სავიოლუმ ტრაბზონელთა უპირატესობა ორბურთიანი გახადა, ტაიმის მიწურულს (44-ე წუთზე) კი სალაჰმა დუბლი შეასრულა და სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა.

80-ე წუთზე „ტრაბზონსფორის“ ეგვიპტელმა შემტევმა ჰეთთრიქი გაიფორმა და მატჩის საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

განცდილი მარცხის მიუხედავად, „გალათასარაი“ 13 ქულით სატურნირო ცხრილის ლიდერად რჩება და ერთი ქულით უსწრებს მეორე პოზიციაზე მყოფ „ბეშიქთაშს“, რომელსაც თადარიგში ერთი მატჩი აქვს. რაც შეეხება „ტრაბზონსფორს“, მათ აქტივში 10 ქულაა და მე-5 ადგილს იკავებენ.

მსგავსი