მოჰამედ სალაჰმა ეგვიპტის საპრეზიდნენტო არჩევნებში 1,5 მლნ „ხმა მიიღო“
მოჰამედ სალაჰმა ეგვიპტის საპრეზიდნენტო არჩევნებში 1,5 მლნ „ხმა მიიღო“

ეგვიპტის ნაკრებისა და „ლივერპულის“ ვარსკვლავმა მოჰამედ სალაჰმა ეგვიპტის საპრეზიდენტო არჩევნებში 1,5 მლნ „ხმა მიიღო“ – წერს Economist-ი.

საპრეზიდენტო არჩევნები ქვეყანაში 26-28 მარტს გაიმართა. პრეზიდენტობის კანდიდატები მოქმედი პრეზიდენტი ააბდულ-ფათაჰ ჰალილ ას-სისი​ და მუსა მუსტაფა მუსა იყვნენ. თუმცა, მედიის ცბნობით, ქვეყნის მოსახლეობის დიდ ნაწილს „ასეთი მწირი არჩევანი არ მოეწონა“. არჩევნებში დარეგისტრირებული ამომრჩევლების მხოლოდ 40.08 პროცენტმა მიიღო მონაწილეობა.

არჩევნების შედეგების დათვლისას გაირკვა, რომ თითქმის მილიონ-ნახევარი ბიულეტენი გაფუჭებული იყო.

საქმე ისაა, რომ ამომრჩეველთა უმრავლესობამ ორივე კანდიდატი გადახაზა და საარჩევნო ბიულეტენის ბოლოში ეგვიპტის ნაკრებისა და „ლივერპულის“ ვარსკვლავის სალაჰის გვარი მიაწერა.

ეგვიპტის საპრეზიდენტო არჩევნებში ას-სისიმ დიდი უპირატესობით, ხმების 97.11 პროცენტით მოიგო.

დატოვე კომენტარი