მოჰამედ სალაჰმა ავსტრალიასთან მოგება შეაფასა – ეს ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი საუკეთესო დღე იყო #1TVSPORT
ეგვიპტის ნაკრებმა ავსტრალია პენალტების სერიაში 4:2 დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში გავიდა.
შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ ფიფა-მ ეგვიპტელების ლიდერი მოჰამედ სალაჰი დაასახელა, რომელმაც შეხვედრა შეაფასა და მას ისტორიული უწოდა.
„დღეს ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი საუკეთესო დღე იყო, ისტორია შევქმენი ჩემი ქვეყნის ნაკრებთან ერთად. ვცდილობდი, ჩემი საუკეთესო ფეხბურთი მეჩვენებინა – ტრავმის დროსაც კი, რადგან ეს არის საუკეთესო, რასაც ქვეყნისთვის ვაკეთებ.
ვამაყობ ბიჭებით. მათ ყოველთვის ვეუბნები, უბრალოდ ისიამოვნეთ მომენტით. არ უნდა ჩავთვალოთ ეს ჩვეულებრივ ფაქტად. მსოფლიო ჩემპიონატზე აქამდე ჯგუფური ეტაპიდან არასოდეს გავსულვართ. ახლა კი მერვედფინალში ვითამაშებთ. ეს არის მომენტი, რომლითაც უნდა ვისიამოვნოთ“, – ამბობს მოჰამედ სალაჰი.