მოჰამედ ბაღერ ღალიბაფი - ირანი დათანხმდა ჰორმუზის სრუტეში სატელეფონო ცხელი ხაზის შექმნას, რათა აშშ-თან ან სხვა ქვეყნებთან ნებისმიერი გაუგებრობის თავიდან აცილება და მოგვარება მოხდეს
მოჰამედ ბაღერ ღალიბაფი - ირანი დათანხმდა ჰორმუზის სრუტეში სატელეფონო ცხელი ხაზის შექმნას, რათა აშშ-თან ან სხვა ქვეყნებთან ნებისმიერი გაუგებრობის თავიდან აცილება და მოგვარება მოხდეს

ირანი დათანხმდა ჰორმუზის სრუტეში სატელეფონო ცხელი ხაზის შექმნას, რათა აშშ-თან ან სხვა ქვეყნებთან ნებისმიერი გაუგებრობის თავიდან აცილება და მოგვარება მოხდეს, – ამის შესახებ ირანის პარლამენტის სპიკერმა და შეერთებულ შტატებთან მთავარმა მომლაპარაკებელმა, მოჰამედ ბაღერ ღალიბაფმა განაცხადა.

„ირანმა და აშშ-მა მიაღწიეს შეთანხმებას სატელეფონო ცხელი ხაზის და ცენტრის შექმნის შესახებ, რათა რაიმე გაურკვევლობის ან პრობლემის წარმოშობის შემთხვევაში გემებს შეეძლოთ ამ ცენტრთან დაკავშირება“, – აღნიშნა ღალიბაფმა.

მისი თქმით, ბუნებრივია, რომ ჰორმუზის სრუტეში რაიმე სახის პრობლემა წარმოიშვას.

„ისევე როგორც პრობლემები შეიძლება წარმოიშვას ლიბანში ან სხვაგან, პრობლემები შეიძლება წარმოიშვას ჰორმუზის სრუტეშიც, როგორც ხედავთ, ზოგიერთ ღამეს შეტაკებებიც კი მოხდა“, – განაცხადა ღალიფაბმა ირანულ მედიასთან საუბრისას.

ჟურნალისტმა მას ასევე ჰკითხა, რა არის ცხელი ხაზის შექმნის მიზანი?

„ამერიკელებს რაიმე თუ წინააღმდეგობა აქვთ ან რომელიმე გემს მარშრუტთან დაკავშირებით გარკვევა დასჭირდება, შეუძლიათ,  დარეკონ“, – აღნიშნა ღალიბაფმა.