მოჰამედ ბაღერ ღალიბაფი – ცალმხრივი გარიგებების ეპოქა დასრულდა, ჩვენ გითხარით, შეასრულეთ თქვენი სიტყვა ან გადაიხადეთ ფასი, რეალობა კარზე აკაკუნებს

11:50, 12.07.2026

ირანის პარლამენტის სპიკერი მოჰამედ ბაღერ ღალიბაფი შეერთებული შტატების მიერ გასულ ღამეს ირანზე განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება.

მისი თქმით, აშშ-ის ამ ნაბიჯით ცალმხრივი შეთანხმებების ერა დასრულდა.

„ცალმხრივი გარიგებების ეპოქა დასრულდა. ჩვენ გითხარით: შეასრულეთ თქვენი სიტყვა ან გადაიხადეთ ფასი. რეალობა კარზე აკაკუნებს“, – დაწერა ღალიბაფმა სოციალურ ქსელში.

პოსტთან ერთად, ღალიბაფმა გააზიარა აშშ-ირანის ურთიერთგაგების მემორანდუმის მონაკვეთი, სადაც საუბარია, რომ ირანი შეთანხმების პირობებს დაიცავს იმ შემთხვევაში, თუ აშშ-იც აიღებს ვალდებულებებს.

ცნობისთვის, გასულ ღამეს აშშ-მა ირანზე დარტყმების ახალი ტალღა განახორციელა. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, შტატებმა ირანზე იერიში მას შემდეგ მიიტანა, რაც თეირანმა ჰორმუზის სრუტეში გამავალ გემზე თავდასხმა განახორციელა და სრუტე კვლავ დახურა. აშშ-მა საჰაერო დარტყმები ირანის 140 სამხედრო სამიზნეზე განახორციელა, მათ შორის რაკეტებისა და დრონების განთავსების ადგილებზე, საკომუნიკაციო ქსელებსა და სანაპირო სათვალთვალო ადგილებზე.

 

მსგავსი