მოგება უხერხულ მეტოქესთან - „საბურთალო“ ჩამორჩენას ამცირებს
მოგება უხერხულ მეტოქესთან - „საბურთალო“ ჩამორჩენას ამცირებს

კრისატლბეთ ეროვნულ ლიგაში 26-ე ტური თბილისში გამართული შეხვედრით დასრულდა – „საბურთალომ“ საჩხერის „ჩიხურას“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.

„საბურთალომ“ ერთადერთი გოლი 55-ე წუთზე გაიტანა: ელვინ ტერას გადაცემით გიორგი კოხრეიძემ ისარგებლა და სტუმართა მეკარეს შანსი არ დაუტოვა 1:0. აღსანიშნავია, რომ 90+2-ე წუთზე მთავარმა არბიტრმა გიორგი ვადაჭკორიამ შელაპარაკებისთვის სათადარიგოთა სკამიდან საჩხერელთა მთავარი მწვრთნელი სოსო ფრუიძე გააძევა.

საბოლოოდ, „საბურთალომ“ უხერხული მეტოქე, „ჩიხურა“ მიმდინარე სეზონში პირველად დაამარცხა (1:0), 47 ქულა დააგროვა და ლიდერებთან, ბათუმის „დინამოსთან“ (52 ქულა) და თბილისის „დინამოსთან“ (51) ჩამორჩენა შეამცირა, თანაც მოქმედმა ჩემპიონმა ბათუმელებზე ორი შეხვედრით ნაკლები ჩაატარა. „ჩიხურა“ (31 ქულა) ისევ მეექვსე პოზიციაზეა.