მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ აქტივისტები კასპის მერს ხელის შეშლაში ადანაშაულებენ
მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ აქტივისტები კასპის მერს ხელის შეშლაში ადანაშაულებენ

სამოქალაქო მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ აქტივისტები ამ წუთებში ცენტრალური ავტომაგისტრალის ყარაფილას მონაკვეთზე იკრიბებიან. ისინი კასპის მუნიციპალიტეტის მერს მათი საქმიანობის ხელის შეშლაში ადანაშაულებენ.

დავით ქაცარავას განცხადებით, მერმა მათ სოფელ ყარაფილას და იმ შენობის დატოვება მოსთხოვა, სადაც სამოქალაქო მოძრაობის აქტივისტები იყვნენ დაბანაკებული. „ძალა ერთობაშია“ აქტივისტები საოკუპაციო ხაზის მოსაზღვრე სოფლებში უკვე ხუთი თვეა მშვიდობიან, სამოქალაქო პატრულირებას ახორციელებენ.

„ჩვენ შევხვდით დღეს მერს, მანუჩარ მერებაშვილს. მან განაცხადა, რომ ყველა ობიექტებიდან უკანონოდ შესულმა მოქალაქეებმა უნდა დატოვონ შენობები. მიუხედავად ჩვენი სიტყვიერი შეთანხმებისა მუნიციპალიტეტთან, დღეს დაგვატოვებინა შენობა. ამას ჩვენ ვუკავშირებთ იმას, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას დისკომფორტს უქმნის ჩვენი საქმიანობა. ამას წინ უძღოდა შსს-ს მიერ უარის თქმა კონტეინერის დადგმაზე, რომელშიც ჩვენი საგუშაგო იქნებოდა განთავსებული. უარის არაოფიციალურ მიზეზად დასახელდა ის, რომ ეს გააღიზიანებდა რუს ოკუპანტებს. ჩვენ დღეს ამ გადაწყვეტილებას მშვიდობიანი აქციით გავაპროტესტებთ. ჩვენ არ შევწყვეტთ პატრულირებას“, – აცხადებს დავით ქაცარავა პირველ არხთან საუბარში.

დატოვე კომენტარი