მოძრაობის „ამბოხება გადაშენების წინააღმდეგ“ აქტივისტებმა ლონდონის ბუნების ისტორიის მუზეუმის ნაწილი დაიკავეს
მოძრაობის „ამბოხება გადაშენების წინააღმდეგ“ აქტივისტებმა ლონდონის ბუნების ისტორიის მუზეუმის ნაწილი დაიკავეს

მოძრაობის „ამბოხება გადაშენების წინააღმდეგ“ (Extinction Rebellion) აქტივისტებმა ლონდონის ბუნების ისტორიის მუზეუმის ნაწილი დაიკავეს.

ათობით ადამიანმა მუზეუმის რამდენიმე დარბაზი დაიკავა. აქტივისტები იატაკზე დაწვნენ, რითაც ცხედრები განასახიერეს. „ბიბისის“ ცნობით, აქტივისტების უმრავლესობა ერთსაათიანი აქციის შემდეგ დაიშალა, თუმცა ნაწილი მუზეუმში დარჩა.

აქციის მონაწილეები იმედოვნებენ, რომ ამგვარად საზოგადოების ყურადღებას მიაპყრობენ გლობალური დათბობის პრობლემისკენ.

გარემოს დამცველი აქტივისტები დიდ ბრიტანეთში საპროტესტო აქციას უკვე ერთ კვირაზე მეტია, მართავენ. ამ ხნის განმავლობაში ლონდონში პოლიციამ მოძრაობის 1000-მდე აქტივისტი დააკავა. მათგან 53-ს ბრალი წაუყენეს. დემონსტრანტებმა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ქალაქის პარალიზება რამდენიმე საათით მაინც მოახერხეს.

დატოვე კომენტარი