მოძრაობები „ჯიუტი“ და „დაფიონი“ აქციას მართავენ
მოძრაობები „ჯიუტი“ და „დაფიონი“ აქციას მართავენ

მოძრაობების „ჯიუტისა“ და „დაფიონის“ ორგანიზებით, პარლამენტთან აქცია იმართება.

აქციაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ვიდრე პარლამენტი არ გაიწვევს კანონპროექტს, პროტესტი არ შეწყდება.

აქციის მონაწილეებს კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე ჯერ არ უსაუბრიათ, თუმცა აცხადებენ, რომ, შესაძლოა, მსვლელობა გამართონ უზენაესი სასამართლოს შენობასთან.

„გვსურს, გავაჟღეროთ სასამართლოში არსებული პრობლემები“, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

თბილისში, რამდენიმე დღეა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციები იმართება. აქციის მონაწილეები ითხოვენ მთავრობის შეცვლასაც.