მოძრაობას „ძალა ერთობაშია“ რამდენიმე პირი შეურთდა, მათ შორის ყოფილი დეპუტატი გია თევდორაძე
მოძრაობას „ძალა ერთობაშია“ რამდენიმე პირი შეურთდა, მათ შორის ყოფილი დეპუტატი გია თევდორაძე

მოძრაობას „ძალა ერთობაშია“ რამდენიმე პირი შეურთდა, მათ შორის ყოფილი დეპუტატი გია თევდორაძე, ქუთაისის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე და პარტია „სახელმწიფო ხალხისათვის“ ქუთაისის ორგანიზაციის ყოფილი თავმჯდომარე ამირან ხვადაგიანი, ასევე პარტია „ქართული ოცნების“ ოზურგეთის ორგანიზაციის ყოფილი ოფისმენეჯერი ცირა ჯინჭარაძე.

მოძრაობის ახალი წევრები „ძალა ერთობაშიას“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ დღეს ქუთაისში წარადგინა, სადაც N1 საჯარო სკოლასთან პრესკონფერენცია გამართა.